მთავარი ციტატა

“სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება, რომ შემოვლითი გზები არსებობს, რითაც ავტომობილები გადაადგილდებიან, ყველა ასეთ ინფორმაციას ვამოწმებთ”

“სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ შემოვლითი გზები არსებობს, რითაც ავტომობილები გადაადგილდებიან. ყველა ასეთ ინფორმაციას შესაბამის სტრუქტურებთან ვამოწმებთ და აქამდე პასუხი იყო, რომ ეს გზა გადაკეტილია. მაგალითად, ბოლნისიდან ან მარნეულიდან მანქანა რომ გადის, ხალხს ჰგონია, რომ ისინი წავიდნენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი იძულებული არიან, მუნიციპალიტეტის საზღვარზე გაჩერდნენ და უკან გამობრუნდნენ. არ გამოვრიცხავთ, რომ ორი-სამი შემთხვევა დაფიქსირდეს, სადღაც მინდვრების გავლით ვიღაც ფეხით გადავიდეს, მაგრამ ავტომობილებით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია”

სოზარ ზუბარი – რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი

ბოლო მონაცემებით, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებული 8 პირი უკვე გამოჯანმრთემდა. 5-მა მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა, მათგან 2 პირი დღეს გაწერეს.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გვიან ღამით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 62 წლის ქალი, რომელიც მძიმე დიაგნოზით გუშინ თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.

იტვირთბა....