მთავარი ციტატა

“ყველანი მზად ვართ, დავემორჩილოთ იმ წესებს, რასაც კარანტინი ითვალისწინებს”- ბოლნისის მერი

“მუნიციპალიტეტის მერიის თითოეული თანამშრომელი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. საკვების პრობლემა არ არის. ცენტრალური მთავრობა უზრუნველყოფს საკვებისა და მედიკამენტების მოწოდებას. ამჟამად ოჯახის ექიმები სპეციალურ ჯგუფებთან ერთად ახდენენ მოსახლეობის სამედიცინო შემოწმებას და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმეს აღმოაჩნდება გარკვეული სიმპტომი, მოქალაქე გადაყვანილი იქნება მარნეულის ჰოსპიტალში, ხოლო სხვებისთვის იქნება მკაცრი შეზღუდვები. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კარგ შედეგამდე მიგვიყვანს. მთავარია, საკარანტინო ნორმები, რომელიც მთავრობამ დააწესა იყოს მაქსიმალურად შესრულებული. ახლა შეზღუდვები უფრო მკაცრია, ვიდრე იყო მანამდე, მაგრამ ეს არის ერთადერთი მეთოდი ვირუსთან ბრძოლის. ყველანი მზად ვართ, დავემორჩილოთ იმ წესებს, რასაც კარანტინი ითვალისწინებს.”

 

დავით შერაზადიშვილი – ბოლნისის მერი

ამის შესახებ შერაზადიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

გუშინ მარნეულში კორონავირუსის ინფიცირების შემტხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია 62 წლის ქალი, რომელიც მძიმე დიაგნოზით გუშინ თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს. 

ვირუსის ფართო გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა. უნიციპალიტეტების ტერიტორიებზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მარნეულისა და ბოლნისის შესასვლელთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ისინი საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე ქალაქში შემსვლელ და გამსვლელთა კონტროლს ახორციელებენ.

მარნეულში მოეწყო საველე ჰოსპიტალიც. ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცეც, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

 

იტვირთბა....