ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 6 ადამინის ანალიზების პასუხს დღეს შეიტყობენ

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს 6 პაციენტის ანალიზების პასუხს გაიგებენ.

ეს პაციენტები ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ, გვიან ღამით საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სამი  ინფიცირებული მკურნალობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებული 8 პირი უკვე გამოჯანმრთემდა. 5-მა მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა, მათგან 2 პირი დღეს გაწერეს.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გვიან ღამით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 62 წლის ქალი, რომელიც მძიმე დიაგნოზით გუშინ თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.

იტვირთბა....