თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა პრობლემურია.
ეზუგბაიას ცნობით, ამ პაციენტებს აღნიშნული ოთხი პაციენტი რისკჯგუფში შედიან, ვინაიდან მათ სხვადასხვა სახის თანმხლები დაავადება აქვთ
ამასთან, ეზიგბაია აცხადებს, რომ . მიუხედავად მკურნალობისა, შეიძლება დაავადების პროგრესირება გაგრძელდეს და პროგნოზი არ იყოს კარგი.
“ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე გვყავს 30 ინფიცირებული, აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით სერიოზულია, ანუ პრობლემური პაციენტები არიან, რისკი – ასაკობრივი ზღვარი ამ ოთხ პაციენტთან არის სხვადასხვა. ერთ-ერთი მათგანი არის ხანდაზმული. ყველა ამ ოთხ პაციენტთან არის თან არსებული მძიმე დაავადებები, ერთთან მძიმე ნევროლოგიური, მეორესთან მძიმე ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და მძიმე პნევმონია. ჯერჯერიბით არსებულ მკურნალობას ექვემდებარებიან და მზარდი პროგრესირება არ შეინიშნება, თუმცა მდგომარეობა არ არის მხოლოდ პაციენტზე დამოკიდებული, დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. მიუხედავად მკურნალობისა, შეიძლება დაავადების პროგრესირება გაგრძელდეს და პროგნოზი ყოველთვის შესაძლებელია, არ იყოს კარგი”,- აცხადებს მარინა ეზუგბაია.
ბოლო მონაცემებიტ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 8 პირი. 5 მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გვიან ღამით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 62 წლის ქალი, რომელიც მძიმე დიაგნოზით გუშინ თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.
მარნეულისა და ბოლნისის შესასვლელთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ისინი საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე ქალაქში შემსვლელ და გამსვლელთა კონტროლს ახორციელებენ.