ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ესპანეთში, კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

პრემიერ გიორგი გახარიას ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. მისი თქმით, გარდაცვლილი 65 წლის კაცია.

„დღეს ესპანეთში ინფიცირებული იყო 3 107 ადამიანი და გარდაიცვალა 375 ადამიანი და საუბედუროდ, ერთი საქართველოს მოქალაქე. მამაკაცი, 65 წლის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, 2 დღის ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია რამდენიმე პირი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა და  საერთო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 გახდა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....