მთავარი ციტატა

“ზოგიერთი რელიგიური რიტუალი ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს შეიცავს”

“ეკლესიის დამოკიდებულება და რელიგიური თემა ყველაზე სენსიტიური საკითხია. მე ვერანაირად ვერ ჩავერევი ეკლესიის კომპეტენციაში. ეკლესიას აქვს თავისი კონსტიტუცია, ასე ვთქვათ. მან უკვეთ იცის, რისი გაკეთების უფლება აქვს და არ აქვს; რა არის კარგი ადამიანებისთვის და რა – არა. ამიტომ, მე ვერ გავცემ ვეერანაირ ოფიციალურ რეკომენდაციას ეკლესიისა და რელიგიური რიტუალების მიმართ, მაგრამ ჩემი, როგორც პროფესიონალის პირადი მოსაზრებაა, რომ დიახ, მე მიმაჩნია, რომ ზოგიერთი რელიგიური რიტუალი, სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით, ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს შეიცავს”

თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

“ტვ პირველი”

შეგახსენებთ, 20 მარტს წმინდა სინოდის კრება ჩატარდა. მღვდელმთავრების გადაწყვეტილებით, ზიარების წესი არ შეიცვლება.

დღეს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და საკვირაო ქადაგებისას მრევლს მიმართა.

საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. 54 ინფიცირებულიდან 3 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 2 956 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 291 პირი რჩება.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

რაც შეეხება გლობალურ ვითარებას, მსოფლიოს მასშტაბით, ახალი ვირუსით ინფიცირების 319 675 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 13 699 პირი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 96 006 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

 

იტვირთბა....