aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ევროპარლამენტიდანაც დამიკავშირდნენ, აწი ლოცვა თუ გადაგვარჩენსო”, – მეუფე იაკობი

“ევროპარლამენტიდანაც დამიკავშირდნენ, აწი ლოცვა თუ გადაგვარჩენსო იმათმაც ეს მითხრეს და ჩვენები რას ეყრდნობიან, ეკლესიას რომ ასე უტევენ, ვერ გეტყვით. ხელისუფლება ვხედავ, რომ ხალხზე ზრუნავს; გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ეს პარტიები რომ ასე აყვნენ ეკლესიის წინააღმდეგ, მაგაში დავეთანხმები მათ?! უნდა მოვემზადოთ, ხან ეპიდემია იქნება, ხან ის იქნება, მედგრად უნდა ვიყოთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეუფე იაკობი, ბოდბელი ეპისკოპოსი

TV პირველი, “დღის ამბები”

შეგახსენებთ, დღეს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და საკვირაო ქადაგებისას მრევლს მიმართა.

დღეს დილით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

იტვირთბა....