aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძალიან ცუდია, რომ გახარია ასეთი უსუსური ჩანს საპატრიარქოსთან მიმართებაში”, – დავით ბერძენიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ძალიან ცუდია, რომ გახარია ასეთი უსუსური ჩანს საპატრიარქოსთან მიმართებაში, ერთი მხრივ”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, დავით ბერძენიშვილი საუბრობს.

ბერძენიშვილის თქმით, მდგომარეობა სახიფათოა და ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

“მეორე მხრივ, “ხელი ხელს ბანს” პრინციპით საპატრიარქო მის ყველაზე უფრო შავბნელ ორიენტირებს – “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირსა” და “მარშისტებსა” და ა.შ. აჩვენებს, რომ ის მათკენ არის. როგორც ჩანს, გაჯიუტება შეცდომაში, ეს არი მთავარი მახასიათებელი, საქართველოს საპატრიარქოსი. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვაზე. ძალიან სახიფათო მდგომარეობაა და საპატრიარქო ვერც აცნობიერებს ამ პრობლემას”, – განაცხადა “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთი თვის განმავლობაში იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციების, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

იტვირთბა....