მთავარი ციტატა

“გირჩის რელიგიური აქციები შეიძლება? ასე, ათასკაციანი? რელიგიური შეკრებაა ეგეც”, – ნიკა გვარამია

“ვერაფრით ვერ დავეწიე, რომელი შეკრება და მანიფესტაცია იგეგმებოდა ასეთი, საგანგებო მდგომარეობის აქტით სასწრაფოდ რომ შეზღუდეს. რელიგიურ რიტუალებს პირდაპირ რომ არ ეხება, ისედაც ვიცოდით, კონსტიტუცია კრძალავს ამ უფლების შეზღუდვას. მარა გვეგონა ირიბი ეფექტით (და შეკრება შეკრებაა, მოტივის და მიუხედავად) აღწევდნენ სრულიად ლეგიტიმურ მიზანს. ანუ, ფაქტიურად გვეუბნებიან, რომ იმპლემენტაციას არ მოახდენენ და რელიგიურ შეკრებასთან მიმართებით თვითონვე დაარღვევენ ამ წამს მიღებულ დეკრეტს. ამის მერე, მოქალაქეების თვითშეგნების, თვითშეზღუდვის და თვითიზოლაციისკენ მოწოდება სასაცილოა. ps და გირჩის რელიგიური აქციები შეიძლება? ასე, ათასკაციანი? რავი, რელიგიური შეკრებაა ეგეც. სულელური რელიგია არ ითვლებაო, კონსტიტუციაში არ წერია”

ნიკა გვარამია, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

სოციალური ქსელი “ფეისბუქი”

შეგახსენებთ, მთელი საქართველოს მასშტაბით გუშინ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

დღეს კი საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....