“ღვთისმსახურება ჩატარდება ჩვეულებრივ. ჩვენ ვიკითხეთ, რომ ტაძარი, რომელიც არის 20 კვადრატული მეტრის და ტაძარი, რომელიც არის 2000 კვადრატული მეტრის, შეიძლება თუ არა, რომ ეს მითითებები გულისხმობდეს ერთი და იმავე რაოდენობის ხალხის დგომას ამ ტაძრებში. ამ განკარგულების მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებმა დაიცვან დისტანცია. საპატრიარქოში დღეს მობრძანებული იყო თავად პრემიერი”
მამა ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს პრესსპიკერი
TV პირველი, “დღის ამბები” გიორგი კიკაბიძესთან ერთად
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, https://stopcov.ge/-ზეა განთავსებული.