ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მე შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს: არ გადასდო და არ გადაგედება” – მეუფე ნიკოლოზი

“მინდა, მოვუწოდო მრევლს და ყველა ადამიანს. მე შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს: არ გადასდო და არ გადაგედება. ანუ ჩვენ გვეშინია იმისი კი არა, რომ არ გადაგვედოს, ჩვენ გვეშინია იმის, რომ არ გადავდოთ. მეც შეიძლება ახლა ამ წუთას დაინფიცირებული ვიყო, ვერავინ ვერ იტყვის.”

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი – მეუფე ნიკოლოზი

“ტვ პირველი”

აღნიშნული განცხადება მიტროპოლიტმა, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსის გამო ზიარების წესის შეცვლასთან დაკავშირებით გაავრცელა. როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, მისთვის უფრო წარმოსადგენია ზიარებისგან თავის შეკავება, ვიდრე ერთი კოვზით ზიარების აკრძალვა.

მიტროპოლიტმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ განჩინებაში კოვზზე წერია, რომ არ შეიძლება, კოვზი იყოს საფრთხის შემცველი.

დღეს, 20 მარტს წმინდა სინოდის კრება ჩატარდა. მღვდელმთავრების გადაწყვეტილებით, ზიარების წესი არ შეიცვლება.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 44 შემთხვევაა დადასტურებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1925 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 256,809 მიაღწია. გარდაიცვალა 10,540 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 89,920 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....