მთავარი ციტატა

“საქართველო უპირატეს მდგომარეობაშია” – „კურაციოს“ დირექტორი

“საქართველო არის უპირატეს მდგომარეობაში სხვა ქვეყნებთან, იმიტომ, რომ ამდენი ხანი მოვიგეთ, ამდენი ხანი არ გვქონია ეპიდემიის აფეთქება, ისე, როგორც ჰქონდა იტალიას, აქვს შვეიცარიას საფრანგეთს, და ბევრ ძალიან განვითარებულ ქვეყანას. ეფექტურობაზე და შედეგებზე თავად ციფრები საუბრობენ. მთავარია ახლა შემდეგი ეტაპებისთვის ადეკვატური მომზადება.”

გიორგი გოცაძე – საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ აღმასრულებელი დირექტორი

ეს შესახებ გიორგი გოცაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დღეს ახალი ტიპის კორონავირუს “კოვიდ-19”-ის ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევები  ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება და ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

საერთო ჯამში, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.

კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, მთავრობა უფრო მეტად მკაცრ ღონისძიებებს ატარებს. ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი აუცილებლად უნდა დაიკეტოს. თუმცა, მთავრობაში მიიჩნევენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ამ დროისთვის საჭიროებას არ მოითხოვს. 

იტვირთბა....