ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი უნდა დაიხუროს”- ჩიქოვანი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  რეალობიდან გამომდინარე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება,  რომ ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი აუცილებლად დაიკეტოს.

ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, შეზღუდვები არ ვრცელდება სასურსათო, სააფთიაქო, საფოსტო გზავნილების, ბანკებისა და ბენზინგასამართ სადგურებზე, რომლებიც ძველ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი უნდა დაიხუროს, გარდა კვების და სურსათის სავაჭრო ობიექტებისა, ასევე, საკოლმეურნეო ღია ბაზრობებისა, აფთიაქებისა, ბენზინგასამართ სადგურებისა და ბანკებისა. სხვა დანარჩენი საცალო ვაჭრობის ობიექტები უნდა დაიხუროს”,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ეკონომიკურ გუნდს დაევალა, განისაზღვროს ახალი პაკეტი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს კორონავირუსს სათანადოდ გაუმკლავდნენ.

კოორნავირუსთან დაკავშირებით, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა. სხდომას დაესწრნენ ყველა მინისტრი, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ასევე, ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები საქართველოში.

იტვირთბა....