საქართველოში “კოვიდ-19”-ით დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა. მონაცემებს, რომელიც მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება, დღეს 3 ახალი შემთხვევა დაემატა.
როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, კარანტინის რეჟიმში – 1 575 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 275.
შეგახსენებთ, რომ 43 ინფიცირებულიდან, უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.