“საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მონიტორინგს ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყანაში. ძირითადად ევროპულ ქვეყნებში, სადაც საკმაოდ სერიოზულია ეპიდსიტუაცია კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით და მიმდინარეობს დაკვირვება. საავადმყოფოებშია მოთავსებული 20-მდე ჩვენი, საქართველოს მოქალაქე. ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება და ამის ზუსტი ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს აქვთ”.
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 40 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.
რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობას, ამ დროისთვის ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, მათზე ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს. ინფიცირებული პაციენტებიდან კი ვირუსული პნევმონია 12 მათგანს აღენიშნება.