მთავარი ციტატა

“უკვე ვამზადებთ დამატებით საწოლებს, რომელთა რაოდენობაც იქნება 1000-იდან 1500-მდე”

“დღესდღეობით 500-ზე მეტ საწოლია მობილიზებული პაციენტების მისაღებად. ეს რამდენიმე ეტაპად გვაქვს დაყოფილი: პირველ ეტაპზე, გარკვეული რიცხვის ზრდის შემთხვევაში მიეწოდება ინფორმაციია მეორე ჯგუფის ჰოსპიტალებს, სადაც ჩვენ გვაქვს რეზერვი 700 საწოლი. შემდეგ გვაქვს მესამეული დონისთვის მომზადებული ჰოსპიტალები და მათაც აქვს რესურსი 700-800 საწოლი გამოყონ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად. ასევე, ჩვენ ვამზადებთ უკვე დამატებით საწოლებს, რომელთა რაოდენობაც იქნება 1000-იდან 1500-მდე.”

ეკატერინე ტიკარაძე – საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 40 დადასტურებული შემთხვევაა.  დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულებიდან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.

რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობას, ამ დროისთვის ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია,  მათზე ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს. ინფიცირებული პაციენტებიდან კი ვირუსული პნევმონია 12 მათგანს აღენიშნება.

იტვირთბა....