მთავარი ციტატა

“სერიოზულად გაუმჯობესდა მდგომარეობა, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს საპატრულო პოლიცია დაეხმარა”

“სამართალდამცავი უწყებები და პოლიცია ძალიან გვეხმარება კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დაცვაში. სერიოზულად გაუმჯობესდა მდგომარეობა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს საპატრულო პოლიცია დაეხმარა. რეჟიმი უფრო მეტად, უფრო კარგადაა დაცული, ვიდრე მაშინ იყო, როდესაც კარანტინისა და თვითიზოლაციას დაცვის წესების მონიტორინგს მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვა ახორციელებდა.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი 

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 40 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.

რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობას, ამ დროისთვის ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია,  მათზე ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს. ინფიცირებული პაციენტებიდან კი ვირუსული პნევმონია 12 მათგანს აღენიშნება.

 

იტვირთბა....