მთავარი ციტატა

“დღემდე განხორციელებულია 238 კონტაქტის ჩაღრმავებული კვლევა და 10 ათასი სატელეფონო ზარი”

“გამომდინარე იქედან, რომ აუცილებელია ყველა ამ პაციენტის, მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, დღემდე ჩატარებულია 238 კონტაქტის ჩაღრმავებული კვლევა და მათზე დაახლოებით 10 ათასი სატელეფონო ზარია განხორციელებული, თითოეულთან დღეში რამდენიმე, რათა მოხდეს მეტი სავარაუდო კონტაქტის მოძიება და პრევენციული ღონისძიებების გატარება.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი 

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 40 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.

რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობას, ამ დროისთვის ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია,  მათზე ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს. ინფიცირებული პაციენტებიდან კი ვირუსული პნევმონია 12 მათგანს აღენიშნება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 30 იანვარს გამოვლინდა.

იტვირთბა....