“გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა ზოგადად შეიცვალა,. აქამდე მოცემული იყო ორი კვირა და გახანგრძლივდა სამ კვირამდე, ამიტომ აღარ ვჩქარობთ რიგით მეორე და მესამე პაციენტთან ტესტირებას და სამი კვირის თავზე ჩატარდება კორონავირუსზე ტესტი, შემდეგ კი ხელმეორედ გავუკეთებთ ანალიზს. ამიტომ ცოტა დავაგვიანეთ შემდგომი პაციენტების ტესტირება”
მარინა ეზუგბაია – თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორი
საქართველოში დღეს ვირუსის ინფიიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 40 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.
რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობას, ამ დროისთვის ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, მათ შორის ერთ-ერთი 80 წელს გადაცილებული პაციენტია. მათ გარკვეულწილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ,
11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.