ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ პოლიცია გორში თვითიზოლაციის დამრღვევის დაკავებას ცდილობს

პოლიცია, ცენტრალური მაგისტრალის გორის საგზაო მონაკვეთზე, ამ წუთებში ცდილობს იმ მოქალაქის დაკავებას, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახებ Dianews.ge ავრცელებს.

“გორის პოლიცია ამ წუთებში იმ პიროვნების დაკავებას ცდილობს, რომელიც ოზურგეთი-თბილისის მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და გაქცევა სცადა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეს თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია ჰქონდა, თუმცა მან რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდა. თვითიზოლაციის წესის დარღვევის ფაქტს ადასტურებს, გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელიც”, – წერს მედიასაშუალება.

“მეტრონომი” ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 99 ადამიანია გადაყვანილი.

 

 

იტვირთბა....