ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საირმეში ახალი საკარანტინო ზონა მოეწყო

საირმე

საირმეში ახალი საკარანტინო ზონა მოეწყო.  ტერიტორიაზე ის მგზავრები გადაიყვანეს, რომლებიც გვიან ღამით მარსელიდან ქუთაისში ჩამოფრინდნენ.  პირველი შემოწმება მათ აეროპორტშივე გაიარეს.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, მარსელიდან ქუთაისში 37 მგზავრი ჩამოვიდა, მათგან 35 ქართველია და ორი კი სომხეთის მოქალაქე.

რაც შეეხება, წყალტუბოს საკარანტინო ზონას – აქ ასამდე მოქალაქეა მოთავსებული. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამასთან,  გვიან ღამით შემოწმება ჩაუტარდათ ვენის რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილ მგზავრებსაც. არცერთ მგზავრს აღენიშნა ტემპერატურა და ვირუსის რაიმე სიმპტომი, თუმცა, ყველა მათგანი ვალდებულია, 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყოს.

იტვირთბა....