ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში დღეიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აიკრძალა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა იკრძალება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე შეზღუდვა 2 კვირის განმავლობაში  გაგრძელდება.

ამასთან, შეზღუდვები არ ეხებათ საქართველოს მოქალაქეებს და უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში სხვადასხვა მისიით იმყოფებიან.

“შეზღუდვები შეეხება უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, გარდა – საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისა; შერეული ოჯახებისა, რომელშიც ერთ-ერთი მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი არის საქართველოს მოქალაქე; ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირებისა, თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები); მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებისა – გაცემული საქართველოს შესაბამისი ორგანოს მიერ; სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირებისა; საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებისა”,- წერია მთავრობის გადაწყვეტილებაში.

ამასთან, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, დღეიდან საქართველოდან ყველა მიმართულებით ფრენები შეაჩერა, გარდა ქუთაისი-ბუდაპეშტის ხაზისა, რომელიც 3 აპრილან შეჩერდება.

ცნობისთვის, უცხოეთშიი მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან საკონსულოებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ, რათა ქვეყანაში მათი დაბრუნება დროულად და უსაფრთხოდ მოხდეს.

იტვირთბა....