ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ვიზეარი“ 18 მარტიდან საქართველოდან ფრენებს ყველა მიმართულებით აჩერებს

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, 18 მარტიდან საქართველოდან აჩერებს ფრენებს ყველა მიმართულებით, გარდა ქუთაისი-ბუდაპეშტის ხაზისა, რომელიც 3 აპრილან შეჩერდება.

როგორც “ვიზეარის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მომხმარებელს ნაყიდი ბილეთის საფასური აუნაზღაურდება და მისი გამოყენება შეეძლება 24 თვის განმავლობაში.

“მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონულ  ფოსტაზე შეტყობინებას მიიღებენ –  მათ ბილეთის ღირებულების 120 პროცენტიანი ანაზღაურება ავტომატურად აესახებათ მომხმარებლის „ვიზ კრედიტზე“ (Wizz Credit), რომლითაც 24 თვის განმავლობაში შეძლებენ ისარგებლონ „ვიზეარის“პროდუქტებითა და სერვისებით. მაგრამ, ამასთანავე, ექნებათ შესაძლებლობა, მოითხოვონ ფულადი ანაზღაურება, რომელიც შედარებით უფრო დიდ დროს მოითხოვს. მათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეცნობებათ ყველა აუცილებელი საბანკო პროცედურისა თუ საბარათე ოპერაციის შესახებ. ამ შემთხვევაში, მომხმარებლებს აუნაზღაურდებათ ბილეთის ორიგინალური ღირებულების 100 პროცენტი.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილებები „ვიზეარის“ მიზეზით არ არის გამოწვეული, კომპანია ბოდიშს გიხდით ფრენების გადადების გამო შექმნილი დისკომფორტისა და უსიამოვნებისთვის. მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ახლა კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“,-ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....