ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხდება ყველა ჩვენი მოქალაქის აღრიცხვა, ვინ სად იმყოფება, განსაკუთრებით სტუდენტებს ეხება ეს”- ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსი მთლიანად გადასულია საგანგებო მუშაობის რეჟიმზე, ყველა ელჩსა და საკონსულოს  საქართველოს მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს.

მინისტრმა უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოწუოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ და მაქსიმალურად ისარგებლონ ქართული ავიაკომპანიებით.

მისივე თქმით, მაქსიმალურად ხდება  იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით არიან საქართველოს მოქალაქეები.

„ხდება ყველა ჩვენი მოქალაქის აღრიცხვა, ვინ სად იმყოფება, განსაკუთრებით სტუდენტებს ეხება ეს. ჩვენი რეკომენდაციაა ამ მომენტისთვის, რომ აქტიურად ქართული ავიაკომპანიის მომსახურება გამოიყენონ, ჩვენი ქართული ავიაკომპანია დაფრინავს სხვადასხვა მიმართულებებზე, ეს მიმართულებები არის – ამსტერდამი, პარიზი, ვენა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვისაც პრობლემები შეექმნა, ამ მიმართულებებზე გადავამისამართოთ.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ქართული ავაიკომპანია, რომელიც დაფრინავს, იყოს დატვირთული. მოგეხსენებათ, სიტუაცია ძალიან მძიმეა ყველა ქვეყანაში. ყოველ წუთში ახალ-ახალი ინფორმაცია მოდის ფრენების შეზღუდვებთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ვეხმარებით, რომ შესაძლებელი გახდეს, იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით არიან ჩვენი მოქალაქეები. შესაბამისად, მაქსიმალურად ვემსახურებით ჩვენს ავიაკომპანიას, რომ ახალი მიმართულებები გაჩნდეს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

იტვირთბა....