მთავარი ციტატა

“უდიპლომო რომ იყოს მისი წინამორბედივით, ეს მას არაფერში შეუშლის ხელს” – გოცირიძე ქადაგიძეზე

“უდიპლომო რომ იყოს მისი წინამორბედივით, ეს მას არაფერში შეუშლის ხელს, ვინაიდან ის იმ კლანის პირველი ტალღის ნაწილია, რომელიც პარლამენტში არის წარმოდგენილი. დღეს კი სასამართლო კლანის კიდევ უფრო განმტკიცება ხდება”.

რომან გოცირიძე – ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო ქადაგიძეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 10 მარტს  შეარჩია. კანდიდატურის შესარჩევად საბჭომ კონსულტაცია უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებთან გამართა და აღნიშნული გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად მიიღო. საბჭო კანდიდატურას განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.

იტვირთბა....