ახალი ამბები მთავარი სამართალი

იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა  შეარჩია. კანდიდატურის შესარჩევად საბჭომ კონსულტაცია უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებთან გამართა და აღნიშნული გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად მიიღო.

საბჭო კანდიდატურას განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.

დეპუტატთა სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, კანდიდატი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 10 წლის ვადით დაინიშნება.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის 2 აგვისტოდან გახდა ვაკანტური. პოსტიდან წასვლის მიზეზად, ნინო გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

 

იტვირთბა....