უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო ქადაგიძეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
ნინო ქადაგიძე კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს საკუთარ ხედვასა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში, მის სამოქმედო გეგმას გააცნობს.
ამასთან, კანდიტატი კომიტეტს თავის სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილებასაც გაუზიარებს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უარყოფითად აფასებენ ოპოზიციაში და მიიჩნევენ, რომ ის ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელია.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 10 მარტს შეარჩია. კანდიდატურის შესარჩევად საბჭომ კონსულტაცია უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებთან გამართა და აღნიშნული გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად მიიღო. საბჭო კანდიდატურას განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.