“თუ ჩვენ ავტოკეფალური ეკლესია ვართ, ჩვენი ერი გვაბარია, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვყავს ჩვენი პატრიარქი, მისი უწმინდესობის ხედვას და სულიერებას მე ვენდობი თავიდან ბოლომდე, ამიტომ მე ვემორჩილები ჩემს პატრიარქს. პატრიარქი რასაც გვაკურთხებს და ღმერთი რასაც ინებებს, უნდა დავემორჩილოთ. აღდგომამდე ჯერ ერთი თვე და კიდევ ცოტა მეტია დარჩენილი. მანამდე გვაქვს დრო, რომ რაღაც-რაღაცები განვიხილოთ
მეუფე მიქაელი (გაბრიჭიძე), თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, საპატრიარქო მრევლს ურჩევს უზმოზე ნაკურთხი წყალი დალიონ, სახლში და სამსახურში — აპკურონ. აღნიშნული განცხადება საპატრიარქოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაავრცელეს. ამავე განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქო ზიარების წესს ნაწილობრივ ცვლის.