უკანასკნელი მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით, 1 დღე-ღამის მანძილზე დაავადების 3497 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის დროსაც 175 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 1518 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 14 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში Covid-19-ით 150 585 ადამიანია ინფიცირებული. დიდ ბრიტანეთში – 1482. მათგან 31 – დაიღუპა.
კორონავირუსით დაინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. ბოლო მონაცემებით, განკურნებულთა რაოდენობა 73 731-ს შეადგენს, რომელთაგან 65 573 პაციენტი ჩინეთზე მოდის.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.
დღეს, ბათუმში სავარაუდოდ კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.