“რადგან კორონავირუსის გლობალურმა გავრცელებამ განსაკუთრებული მასშტაბი მიიღო, მთელი რიგი სახელმწიფოები მიმართავენ სხვადასხვა ზომებს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” გამოდის ინიციატივით – შეიქმნას ინტერპარტიული საბჭო. შეიკრიბოს ყველა ოპოზიციური პარტია და ხელისუფლება ანტიკრიზისული მრგვალი მაგიდის გარშემო, რათა ქვეყანა მზად იყოს ყველა გამოწვევასთან გასამკლავებლად.”
“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი – მამუკა ხაზარაძე
აღნიშნული განცხადება ხაზარაძემ, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. ბოლო მონაცემებით, განკურნებულთა რაოდენობა 73 731-ს შეადგენს, რომელთაგან 65 573 პაციენტი ჩინეთზე მოდის.