“ხუთივე პირი, რომელთაც კორონავირუსი დღეს, 14 თებერვალს დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა” – ინფორმაციას ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ავრცელებს.
“დაკვირვების ქვეშ იყვნენ, იმიტომ, რომ კონტაქტში იყვნენ, როგორც ჩვენ ვიცით, ჩვენი 4 წყაროდან ერთ-ერთ წყაროსთან. ზოლირებულები იყვნენ და მათზე მიდიოდა მეთვალყურეობა. როდესაც გამოვლინდა კლინიკური ნიშანი ტემპერატურის სახით, ჩაითვალა საჭიროდ, რომ გაკეთებულიყო ტესტირება”, – თქვა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.
“ასაკობრივად განსხვავებული ზღვრული მონაცემებია ყველასთან. მხოლოდ ორ პაციენტთან არის ტემპერატურა 37.2. დანარჩენ პაციენტებთან კლინიკა კლინიკა ძალიან მინიმალური სიმპტომატიკით არის გამოხატული”, – თქვა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. ბოლო მონაცემებით, განკურნებულთა რაოდენობა 73 731-ს შეადგენს, რომელთაგან 65 573 პაციენტი ჩინეთზე მოდის.