მთავარი ციტატა

“ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს, ასე რომ შეგვიძლია წყნარად ვიყოთ”, – პაატა იმნაძე

“ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს, ასე რომ შეგვიძლია წყნარად ვიყოთ. ჩამოსულებს მივმართავ კიდევ ერთხელ, მოერიდონ პირველ რიგში თავიანთ ახლობლებს, თავიანთი ოჯახის წევრებს. თუ თვითიზოლაციაში არიან, დაიცვან წესები. თქვენ იცით, რომ პოლიცია აქტიურად ეხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკებს. თუ არ ვცდები, უკვე 10-ზე მეტი ადამიანია, რომელიც იძულებით გადაიყვანეს კარანტინში, რადგან არღვევდნენ თვითიზოლაციის წესებს. აქედან გამომდინარე, ეს მუშაობა გაგრძელდება და მოვუწოდებ ყველას, დაიცვან თვითიზოლაციის წესები”

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე

ამის შესახებ პაატა იმნაძემ დღეს  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

შეგახსენებთ, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

მათ დეტალურად ისაუბრეს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.

 

იტვირთბა....