მთავარი ციტატა

“ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გავიდნენ სამსახურში”

“ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გავიდნენ სამსახურში. ჩვენ თავს ვიკავებთ, რა თქმა უნდა, პერსონალური ინფორმაციების გაცემისგან, მაგრამ ასეთ დამსაქმებლებს, თუ გააგრძელებენ ასე შეწუხებას თვითიზოლაციაში მყოფ პირების, მე პირადად დავარღვევ ყველაფერს და დავასახელებ. შემიძლია, მხოლოდ ჩემს ახლობლებზე ვისაუბრო, ჩემი მკვიდრი ბიძაშვილის შვილი, რომელიც ჩამოვიდა, მესამე დღეა კარანტინშია”

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე

ამის შესახებ პაატა იმნაძემ დღეს  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

შეგახსენებთ, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

მათ დეტალურად ისაუბრეს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.

 

იტვირთბა....