მთავარი ციტატა

“სახელმწიფო მზად არის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს”

“სახელმწიფო მზად არის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სათანადო დახმარება გაუწიოს. მეც ვარ ჩართული ამ ურთიერთობაში და ვიცი სიტუაცია, რომ იყოს ვირუსის შესაძლო შემთხვევა სამწუხაროდ, არ აქვთ საშუალება დიაგნოსტიკის. ამიტომ ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ მზად ვართ, დავეხმაროთ დიაგნოსტიკაში და თუ საჭირო გახდა, მერე გადმოყვანა ავადმყოფის და მკურნალობა. ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომ მზად ვართ, მივეხმაროთ მათ, პირველ რიგში იდენტიფიცირებაში შესაძლო შემთხვევისა და მათ შემდგომ მართვაში. ასევე, რა თქმა უნდა, თუ თანახმა იქნებიან, ჩვენ მზად ვართ, როგორც სხვა საკითხებშიც დავეხმაროთ. მოგეხსენებათ, ვეხმარებით ანტიტუბერკულოზური ვაქცინების მიწოდებით, შიდსის საწინააღმდეგო წამლებით, ტრენინგები უტარდებათ შიდსი როგორ მართონ, ტუბერკულოზი როგორ მართონ, ჰეპატიტზე გვქონდა ასეთი ურთიერთობები და აქაც სრულად მზადყოფნა იმის, რომ დავეხმაროთ“

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი

ბრიფინგის მთავრობის ადმინისტრაციაში

შეგახსენებთ, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

მათ დეტალურად ისაუბრეს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.

იტვირთბა....