მთავარი ციტატა

“შემოვლას როდესაც ვაკეთებთ, ყველა პაციენტი კითხულობს, როგორ არის პირველი პაციენტი”, – თენგიზ ცერცვაძე

„ვინაიდან ეს პირველი პაციენტია, გამოკვლევა ჩატარდება როგორც ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, ასევე ლუგარის ცენტრში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ისიც უარყოფითი იქნება. ეს მიკრო სიხარული და მცირე ზეიმი იქნება. პირადად მე ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, რადგან სხვა დანარჩენი პაციენტებიც გამოჯანმრთელდებიან, ვინაიდან ჩვენ არ გვყავს ისეთი შემთხვევა, სადაც ლეტალური შედეგი შეიძლება დადგეს. თუმცა ხალხისთვის და განსაკუთრებით ჩვენი პაციენტებისთვის ამას დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. შემოვლას როდესაც ვაკეთებთ, ყველა პაციენტი კითხულობს, როგორ არის პირველი პაციენტი. მათ სჯერათ, რომ ის თუ გამოჯანმრთელდება, ისინიც გამოჯანმრთელდებიან

თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

“იმედის დილა”

“გუშინ განმეორდა კორონავირუსით დაინფიცირებულ პირველ პაციენტთან ტესტირება covid19-ზე და პასუხი მივიღეთ უარყოფითი”, – შეგახსენებთ, ეს განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღეს დილით გააკეთა.

იტვირთბა....