“პირველი პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა დაავადება, ეს იყო 26 თებერვალი, მე-14 დღეს მასთან გაკეთდა ტესტირება ვირუსზე და მივიღეთ მაშინ მცირე კონცენტრაციით”, – ეს განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.
მისივე თქმით, გუშინ განმეორებული ტესტით, პაციენტს კორონავირუსი აღარ აქვს.
“ტესტი უნდა განმეორებულიყო 4 დღეში. გუშინ განმეორდა მასთან ტესტირება covid19-ზე და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. ეს ძალიან კარგი ფაქტია, ძალიან სასიამოვნოა, მაგამ პროტოკოლურად, წესის მიხედვით, აუცილებელია, 24 საათის ინტერვალში განმეორდეს კიდევ ერთხელ და, როცა მივიღებთ კვლავ ნეგატიურ პასუხს, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია და იქნება ეს პირველი პაციენტი საქართველოში, რომელიც covid19-სგან გამოჯანმრთელდა”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
იხილეთ ვიდეო: