ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლო 1 დღის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით 11 ადამიანი დაინფიცირდა

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით 11 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გარდაიცვალა.

ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უცხო ქვეყნიდან დაბრუნებულ მოქალაქეებში ვირუსის დაფიქსირების შემთხვევებმა ორჯერ გადააჭარბა ქვეყანაში შიდა გადაცემით ინფიცირებულთა რიცხვს.

საერთო ჯამში ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის დიაგნოზი 80 824 ადამიანს დაუსვეს, მათგან კი გამოჯანმრთელდა 63 341 ადამიანი.

შეგახსენებთ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, პირველი პაციენტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა, დღევანდელი ანალიზებით, გამოჯანმრთელებულია.

იტვირთბა....