ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღევანდელი ანალიზებით პაციენტი, რომელსაც პირველად დაუდასტურდა კორონავირუსი, გამოჯანმრთელებულია”, – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, პირველი პაციენტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა, დღევანდელი ანალიზებით, გამოჯანმრთელებულია.

„გუშინ მასთან განმეორდა ტესტირება და პასუხი მივიღეთ უარყოფით. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით აუცილებელია, 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ანალიზი და როცა მივიღებთ კვლავ უარყოფით პასუხს, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია და ეს იქნება პირველი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა – ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

იტვირთბა....