ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი ადამიანების მონიტორინგს საპატრულო პოლიციაც შეუერთდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი ადამიანების მონიტორინგს საპატრულო პოლიციაც შეუერთდება.

„ეს წარმოადგენს ერთ-ერთ ჩვენ მთავარ პრობლემას დღეს – თვითიზოლაციაში ადამიანთა მონიტორინგი. შესაბამისად, გადაწყვეტილებებია მიღებული მთავრობის მიერ, რომ გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებისა, აქ სერიოზულად იქნება მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა, რადგან კარგად მოხდეს მონიტორინგი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების, ისევე როგორც კარანტინში მყოფი ადამიანების”, – განაცხადა ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, აუცილებელია ადამიანებმა  მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და კარანტინი თუ თვითიზოლაცია არ დაარღვიონ.

” ჩვენ რამოდენიმეჯერ მოვუწოდეთ ყველა ადამიანს, ვინც თვითიზოლაციაშია ან კარანტინშია, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და არ დაარღვიონ ეს კარანტინი თუ თვითიზოლაცია, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია თვითონ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან და ასევე მთლიანად საზოგადოების უსაფრთხოებასთან. მოგეხსენებათ, ამ ტიპის გატარება ეპიდემიების დროს არის ერთ-ერთი მთავარი ჩვენი ინსტრუმენტი“- განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის ცნობით, ინფიცირების შემთხვევები ჩინეთში კლებულობს, თუმცა მატულობს მის ფარგლებს გარეთ. საქართველოში კი  კორონავირუსით ინფიცირების 466 შესაძლო შემთხვევა ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევა დადასტურდა.

იტვირთბა....