დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამინან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია.
რაც შეეხება მსოფლიოში არსებულ ვითარებას, გამყრელიძის ცნობით, ინფიცირების შემთხვევები ჩინეთში კლებულობს, თუმცა მატულობს მის ფარგლებს გარეთ.
გამყრელიძემ ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცენტრის დირექტორის ცნობით, დღეის მდგომარეობით, რისკჯგუფებში პირველ ადგილზე იტალიაა, სადაც რომელიც წიტთლ ზონად გამოცხადდა.
“ჩინეთში სიტუაცია რადიკალურად უმჯობესდება. დღეს ყველაზე ცოტა შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთში სიტუაცია მნიშვნელოვნად უმჯობესდება, მარა უარესდება გარეთ ქვეყნებში.ვირუსი გავრცელებულია 115 ქვეყანაში.
ყველაზე მეტი ინფიცირებული შემხთვევაა იტალიაში. შემდეგ მოდის სამხეთ კორეა, ირანი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთიც საკმაოდ სერიოზულად დაზიანდა უკვე. როგორც ვთქვი, ჩინეთში ვითარება უმჯობესდება, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ სრულად დაწყნარდა. ხოლო ჩინეთს გარეთს გვაქვს 25 ატასი შემთხევა. ამიტომ მეტი სიფხიზლე და მეტი მზადყოფნა გვმართებს”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.