“საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 466 შესაძლო შემთხვევა ფიქსირდება”, – აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ლუგარის ცენტრში გამოსაკვლევად 23 ნიმუშია გადაგზავნილი.
“კორონავირუსის 15 შემთხვევიდან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობას, 1 – ესპანეთს, 7 იტალიაში მოგზაურობას, საიდანაც 6 შემთხვევა წარმოადგენს ორი ერთად ნამოგზაურები ოჯახის კლასტერს, 5 შემთხვევა კი დადასტურებულია შემთხვევასთან კონტაქტით. კარანტინში ამჟამად იმყოფება 178 ადამიანი”, – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.