მეექვსე დღეა „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები, პარტიის წევრისგან, ელენე ხოშტარიასგან მოითხოვენ, დუპატატის მანდატის დატოვებას.წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ისინი აცხადებენ, ხოშტარიას სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატურაზე, ირაკლი შოთაძის დამტკიცებასთან დაკავშირებით, “ევრუპული საქართველოს” წევრებმა, პარლამენტში, პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.
აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, ელენე ხოშტარიამ და განაცხადა, რომ ეს არის ქართული ოცნების პარტიიდან მართული პროტესტი, სადაც მოსმენის სურვილი არ არის.
ხოშტარიას მხარდასაჭერად აქციაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა, რასაც, აქციის მონაწილეების მხრიდან გარკვეული პროტესტი მოჰყვა.