ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვწუხვარ, რომ ახალგაზრდებს ასეთ დღეში აგდებენ და ასე მართავენ პარტიული მიზნებისთვის” – ხოშტარია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, “ტვ პირველის” ეთერში ეხმაურება, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის აქციას, რომელითაც ისინი პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ.

“ეს არის ქართული ოცნების პარტიიდან მართული პროტესტი, სადაც მოსმენის სურვილი არ არის. ის კი არა, რომ რაღაც ვერ გაიგეს და ახსნა უნდათ, უბრალოდ არის დაკვეთა იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ასახავს პროტესტს თუ გულწრფელები არიან, სწორედ საბჭოთა კავშირის ჰიმნის მიმართ პროტესტი. ეს არის ქართული ოცნების სახე, საბჭოთა კავშირისკენ საქართველოს წაყვანა. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ახალგაზრდებს ასეთ დღეში აგდებენ და ასე მართავენ პარტიული მიზნებისთვის.” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა, “ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციას მართავენ. ისინი, პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ დეპუტატებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დატოვონ მანდატები.

გენერალური პროკურორობის კანდიდატურაზე, ირაკლი შოთაძის დამტკიცებასთან დაკავშირებით, “ევრუპული საქართველოს” წევრებმა, პარლამენტში, პროტესტის ნიშნად ჩართეს საბჭოთა კავშირის ჰიმნი.

იტვირთბა....