“ევროპული საქართველოს” ოფისთან გამართულ აქციაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ელენე ხოშტარიას.
როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აქციაზე მყოფი ახალგაზრდები გულწრფელები არ არიან და ისინი “ქართული ოცნების” მიერ არიან მართულები.
“გულწრფელი პროტესტი მაშინ იქნებოდა, როცა გავრილოვი დაასვეს მთელს ქვეყანას თავზე. ამათი ძმის სისხლისმღვრელი გავრილოვი. ესენი კი ყველა მართულია. თვითონ ქართული ოცნება არის მართული, ყველა მომხრე ქართული ოცნების, არის მართული მონა. მონასაც კი გააჩნია ღირსება, ესენი არიან უღირსი მონები. ყველა ერთია და ყველა ერთ ჯამში იხარშება.” – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი, მაჩალიკაშვილს შეძახილებით შეხვდნენ: “ნუ უსმენთ ტერორისტია.”
აქციაზე მაჩალიკაშვილის მისვლას, მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა, შემდეგ კი, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი დაიშლებოდნენ, რადგან ხედავდნენ პროვოკაციებს.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა, “ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციას მართავენ. ისინი, პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ დეპუტატებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დატოვონ მანდატები.
გენერალური პროკურორობის კანდიდატურაზე, ირაკლი შოთაძის დამტკიცებასთან დაკავშირებით, “ევრუპული საქართველოს” წევრებმა, პარლამენტში, პროტესტის ნიშნად ჩართეს საბჭოთა კავშირის ჰიმნი.