“ევროპული საქართველოს” ოფისთან უკვე მესამე დღეა აქცია იმართება.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ დატოვოს მანდატი.
როგორც ისინი ამბობენ, არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებიან და აპროტესტებენ მხოლოდ, კონკრეტულ ქმედებას ხოშტარიას მხრიდან.
“ჩვენი მოთხოვნაა, რომ დატოვონ საპარლამენტო მანდატები. ჩვენ დავწვით სიგელები და ვფიქრობთ, რომ ეს პერფორმანსი რასაც თვითონ ეძახიან და თავს იმართლებენ, არ არის პერფორმანსი და თუ ქალბატონ ელენე ხოშტარიას სურს და მაქამდე მივა, მე შემიძლია პირადად შევთავაზო ჩვენი ქვეყნის სიყავარულის გამო, რომ ჩავუტარებთ ტრენინგებს, თუ როგორ უნდა გააკეთოს პრეფორმანსი და რას ნიშნავს ზოგადად პერფორმანსის პროექტი.” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატურაზე, ირაკლი შოთაძის დამტკიცებასთან დაკავშირებით, “ევრუპული საქართველოს” წევრებმა, პარლამენტში, პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.
აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, ელენე ხოშტარიამ და განაცხადა, რომ ეს არის ქართული ოცნების პარტიიდან მართული პროტესტი, სადაც მოსმენის სურვილი არ არის.
ხოშტარიას მხარდასაჭერად აქციაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა, რასაც გარკვეული პროტესტი მოჰყვა აქციის მონაწილეების მხრიდან.