“არც “ქართული ოცნება” გვამყოფებს კარგ მდგომარეობაში და კიდევ ერთი სიურპრიზი მოგვიწყო “ოცნებამ” მისი გამოსვლით. მე არ ვთვლი, რომ მან მოიხადა სასჯელი, მას იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი. ძალიან ბევრი საქმეა, რომელიც მის ციხეში შებრუნებას ხელს შეუწყობს და ამიტომ, “ქართულ ოცნებას” ურჩევნია, სამართლიანობა აღადგინოს. თუ გიგი უგულავას მოიქცნენ ასე, ამ ადამიანთანაც მოიქცნენ ასე. თუ უგულავას მეორედ აბრუნებ ციხეში, მერაბიშვილი საერთოდ არ უნდა გამოუშვა მაშინ”
დავით ჭიჭინაძე – “ტრიბუნა”
ასე გამოეხმაურა ჭიჭინაძე “მეტრონომთან” შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებას.
მისი თქმით, მერაბიშვილის ადგილი არა პოლიტიკაში, არამედ ციხეშია.
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით დატოვა. ის 2013 წლის მაისში დააკავეს. მერაბიშვილი სასჯელს რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე იხდიდა.
ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.