ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილის ერთადერთი კრიტერიუმი მისდამი ლოიალობა, მონობაა” – ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ, “ფორმულას” ეთერში განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ივანიშვილის ერთადერთი კრიტერიუმი მისდამი ლოიალობა, მონობაა.

„რომ გვქონდეს იმედი, რომ ერთ გულწრფელ პასუხს მაინც მივიღებდით, შესაძლებელია გამოიყენო ეს საპარლამენტო ბერკეტი. მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ყველაფერი წინმსწრებად არის გაწერილი – არავის არანაირი უფლება არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებას ბეჭედი დაასვას. ყველაფერს აკონტროლებს ერთი ადამიანი და ნიღბებით სწორედ ეს აფსურდი გამოვხატეთ. კიდევ ერთი ასპექტი იყო ფლაერების დარიგება, რომელზეც იყვნენ პოლიტპატიმრები გამოსახულნი. ეს ადამიანები იდევნებიან პოლიტიკური მოტივებით და დევნის ინსტრუმენტად რომ შეინარჩუნოს პროკურატურა, ამიტომ აბრუნებს შოთაძეს ივანიშვილი. ივანიშვილისთვის ამჯერადაც არაა მნიშვნელოვანი ადამიანის შესაბამისობა პოსტისთვის – ერთადერთი კრიტერიუმია მისდამი ლოიალობა, მონობა”, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძეს მოუსმინეს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა შოთაძის კანდიდატურას.

იტვირთბა....