ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

შოთაძე

გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კომიტეტის სხდომა 6 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

შოთაძემ პასუხები გასცა, როგორც უმრავლესობის, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატებისა და საზოგადოების წარმომადგენლების კითხვებს.

კენჭისყრა სხდომაზე ორ ნაწილად გაიმართა. პირველი კითხვა შეეხებოდა იმას, შეესაბამება თუ არა ირაკლი შოთაძის კანდიდატურა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. კენჭისყრა ფარული წესით გაიმართა. კომიტეტის 8 წევრმა მიიჩნია, რომ შოთაძის კანდიდატურის შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

მეორე კითხვა კი შეეხებოდა იმას, უჭერს თუ არა კომიტეტი მხარს შოთაძის კანდიდატურას. გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს ფარული კენჭისყრით შედეგად კომიტეტის 8 წევრმა დაუჭირა მხარი.

იტვირთბა....