aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველა, ვისაც დარჩა ნამუსი, უნდა ავიჯაგროთ, რომ ივანიშვილმა რუსეთს არ მიგვაერთოს” – ელისაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “ღამის მთავარში” სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს.

ელისაშვილის განცხადებით, მას მოსწონს კვირიკაშვილისა და მარგველაშვილის პოზიციები, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

„გიორგი კვირიკაშვილი რაც პრემიერმინისტრობიდან წავიდა ძალიან ზუსტ და სახელმწიფოებრივ განცხადებებს წერს ხოლმე. იშვიათად ლაპარაკობს… ძალიან მომწონს რასაც ამბობს.

მარგველაშვილის პოზიცია სწორია, ახლა სახლში ჯდომა და თბილ ბუხართან მოკალათებული ყურება, როგორ ინგრევა და გვექცევა ყველას ქვეყანა არ შეიძლება.

ირაკლი ალასანია და ვინც კი დარჩა ნამუსიანი ადამიანი, ვის სიტყვასაც ფასი აქვს ამ ქვეყანაში ყველა უნდა ავიჯაგროთ იმისთვის რომ ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს და პირდაპირ რუსეთს არ მიგვაერთოს ივანიშვილმა(პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე). რაც რეალურად ჩვენ თვალწინ ხდება“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ არაერთი კომენტარი გაკეთთა. მათ შორის იყო საქართველოს ექს-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 

მარგველაშვილმა ასევე დაანონსა, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. 

აღსანიშნვაია ის ფაქტიც, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი  ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნას აანონსებს.

იტვირთბა....