ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დავიწყებ აქტიურ კონსულტაციებს, როგორ დავიცვა ის, რასაც ჩემი თაობა სიცოცხლეს სწირავდა” – მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებაზე

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, პოლიტიკაში მის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იწყებს აქტიურ კონსულტაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უზრუნველყოს და დავიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა.

„როდესაც დასავლელ პარტნიორს წერილებს უკან მიაყრი და ეტყვი, რომ მისი კომპეტენცია არ არის, ეს სიცარიელე ასე არ დარჩება. ამ სიცარიელეს აუცილებლად შეავსებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. ამ ვითარებაში, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენი ქვეყნის კურსი და მომავალი, ბუნებრივია, მე დავიწყებ აქტიურ კონსულტაციებს იმასთან დაკავშირებით, როგორ უზრუნველვყო და დავიცვა ის, რასაც ჩემი თაობის ადამიანები თავისი სიცოცხლით იცავდნენ – საქართველოს დამოუკიდებლობა. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება ისეთი რამ, რაც რაიმე მიმართულებით ოდნავ მაინც შეასუსტებს ოპოზიციურ ერთობას. ყველაზე ფასეული დღეს ჩემთვის არის ის ოპოზიციური ერთობა, რომელიც შედგა. ყველა ჩემი პოლიტიკური მცდელობა იქნება იმ ერთობის მხარდამჭერი და გამაძლიერებელი. დანარჩენი დეტალებია “, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, ასევე ისაურა რუსეთის შესაძლო გაძლიერებაზე საქართველოში და აღნიშნა, რომ გიგი უგულავა პოლიტოატიმარია.

იტვირთბა....